Belive

მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

სრულიად მსოფლიოს ყურადღება კატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, კატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ.

არგენტინისა და გერმანიის მარცხი ნამდვილად სენსაციის ტოლფასია, მაგრამ უელსის მარცხი ირანთან არნაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა. მუნდიალის მასპინძელმა კატარმა კი პლეი-ოფში ასპარეზობის შანსი, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაკარგა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეთერთმეტე სათამაშო დღეს პლეი-ოფში გასული კიდევ 2 ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ინგლისს, აშშ-ს, სენეგალს, ნიდერლანდებს საფრანგეთს, ბრაზილიასა და პორტუგალიას, ავსტრალია, არგენტინა და პოლონეთი შეუერთდნენ.

01.12.2022 – 19:00 კანადა Vs. მაროკო

01.12.2022 – 19:00 ხორვატია Vs. ბელგია

01.12.2022 – 23:00 კოსტა რიკა Vs. გერმანია

01.12.2022 – 23:00 იაპონია Vs. ესპანეთი

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


კანადა Vs. მაროკო


კანადის სასტარტო შემადგენლობა: ბორიანი, ჯონსტონი, ადეკუგბე, ვიტორია, ოილე, ბუშანანი, კაიე, ლარინი, დეივისი, ოსორიო.

მაროკოს სასტარტო შემადგენლობა: ბონო, ჰაკიმი, მაზრაუი, ამრაბატი, აგერდი, საისი, ზიეჩი, ოუნაჰი, საბირი, ბუფალი, ენ-ნესირი.

კანადა 0:1 მაროკო ჰაკიმ ზიეჩი

კანადა 0:2 მაროკო იუსეფ ენ-ნესირი

კანადა 1:2 მაროკო ნაიფ აგერდი (ავტოგოლი)

კანადა 1:2 მაროკო (მატჩის მიმოხილვა)


ხორვატია Vs. ბელგია


ხორვატიის სასტარტო შემადგენლობა: ლივაკოვიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, კოვაჩიჩი, კრამარიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, ლივაია, სოსამ გვარდიოლი, იურანოვიჩი.

ბელგიის სასტარეტო შემადგენლობა: კურტუა, ალდერვეირელდი, დენდონკერი, მუნიე, ვიცელი, კასტანიე, დე ბრუინი, კარასკო, მეტენსი, ტროსარი.

ხორვატია 0:0 ბელგია (მატჩის მიმოხილვა)


კოსტა რიკა Vs. გერმანია


კოსტა რიკის ძირითადი შემადგენლობა:

ნავასი - ვარგასი, ფულერი, დუარტე, უოსტონი, ოვიედო, ბორხესი, აგილერა, ტეხედა, ვენეგასი, კემბელი.

გერმანიის ძირითადი შემადგენლობა:

ნოიერი - რუდიგერი, რაუმი, ზიულე, კიმიხი, გორეცკა, გიუნდოგანი, მიულერი, მუსიალა, გნაბრი, სანე.

2:2 - ჰავერცი

2:3 - ჰავერცი

2:4 - ფიულკრუგი


იაპონია Vs. ესპანეთი


იაპონიის ძირითადი შემადგენლობა:

გონდა - იტაკურა, ტანიგუჩი, ნაგატომო, იოშიდა, ტანაკა, მორიტა იტო, კუბო, კამადა, მაედა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

სიმონი - ტორესი, როდრი, ბალდე, ასპილიკუეტა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ოლმო, ვილიამსი, მორატა.

0:1 - მორატა

1:1 - დოანი

2:1 - ტანაკა

ლუის ენრიკე: ,,არაფერი ხდება და უცებ, ხუთ წუთში, სიტუაციაზე კონტროლს მთლიანად ვკარგავთ, პანიკაც კი გვეწყება. იაპონიას კიდევ ორი გოლის გატანა რომ დასჭირვებოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მაშინ, როცა ისეთ ნაკრებს, როგორიც იაპონიაა, დასაკარგი არაფერი აქვს, ხდება ის, რაც დღეს მოხდა. როცა მეტოქემ კვლავ დაცვაში თამაში გადაწყვიტა, მატჩზე კონტროლი დავიბრუნეთ, ვცდილობდით მაქსიმალური გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველ ადგილზე იაპონია გავიდა და ეს დამსახურებულია. გაბრაზებული ვარ, რადგან პირველი ადგილი მსურდა. ჩვენთვის ეს გაფრთხილება უნდა იყოს.''

სხვა სტატიები