Belive

მუნდიალი 2022 | მე-13 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში შედის. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე "ცხელი წერტილია" და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეთორმეტე სათამაშო დღეს გულშემატკივრებმა კიდევ ერთი სენსაცია იხილეს. იაპონიის საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა (2:1) და E-ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილს ესპანეთი დასჯერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიამ და კოსტა რიკამ მუნდიალზე ასპარეზობა დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ "ბუნდესთიმმა" ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

02.12.2022 – 19:00 განა Vs. ურუგვაი

02.12.2022 – 19:00 სამხრეთ კორეა Vs. პორტუგალია

02.12.2022 – 23:00 კამერუნი Vs. ბრაზილია

02.12.2022 – 23:00 სერბეთი Vs. შვეიცარია

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


განა Vs. ურუგვაი


განას სასტარტო შემადგენლობა: ზიგი, სეიდუ, ბაბა, ამარტეი, სალისუ, სალისი, პარტეი, ა. აიუ, ჯ. აიუ, კუდუსი, ინიაკი.

ურუგვაის სასტარტო შემადგენლობა: სერხიო როშე, გილერმო ვარელა, ხოსე მარია ხიმენესი, სებასტიან კოატესი, მათიას ოლივერა, ფაკუნდო პელისტრი, როდგრიფო ბენტანკური, ფედერიკო ვალვერდე, ჯორჯიან დე არასკაეტა, დარვინ ნუნიესი, ლუის სუარესი,

0:0 - აივუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა

0:1 - დე არასკაეტა

0:2 - დე არასკაეტა

მატჩის მიმოხილვა:


სამხრეთ კორეა Vs. პორტუგალია


სამხრეთ კორეის სასტარტო შემადგენლობა: კიმ სენგიუ, კიმ ჯინსუ, იუნგ ვუიონგი, ჰვანგ ინბეომი, სონ ჰონგმინი, ჩო გუსუნგი, ლი იასუნგი, კიმ მუნჰვანი, ლი კანგინი, კიმ იუნგვონი, კვონ კიუნგვონი.

პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობა: დიოგუ კოშტა, დიოგუ დალო, პეპე, ანტონიო სილვა, ჟოაუ კანსელუ, რუბენ ნევეში, მატეუს ნუნეში, ვიტინია, ჟოაო მარიო, კრიშტიანუ რონალდუ, რიკარდო ორტა.

1:0 რიკარდო ორტა

1:1 იუნგ-გვონ კიმი

2:1 ჰვანგი

მატჩის მიმოხილვა:


კამერუნი Vs. ბრაზილია


კამერუნის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ეპასი - ებოსო, ფაი, ვუ, ტოლო, ანგისა, კუნდე, მბემო, ნგამალიო, ჩუპო-მოტინგი, აბუბაქარი.

ბრაზილიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ედერსონი - ტელეში, მილიტაო, ბრემერი, დანი ალვეში, ფრედი, ფაბინიო, ანტონი, როდრიგო, მარტინელი, ჟესუსი.

  • მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ,,სელესაოს'' 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი იყო. კამერუნთან წაგებამდე ბრაზილიელებმა ჯგუფში ბოლოს 1998 წელს, ნორვეგიასთან შეხვედრაში წააგეს.
  • ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1994 წლის შემდეგ, როცა ჯგუფიდან 9 ქულით გასვლა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ შეძლო.
  • 39 წლის ასაკში დანი ალვეში გახდა ყველაზე ასაკოვანი ბრაზილიელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია.

სერბეთი Vs. შვეიცარია


სერბეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

მილენკოვიჩ-სავიჩი - მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი, ზივკოვიჩი, მილენკოვიჩ-სავიჩი, ლუკიჩი, კოსტიჩი, მიტროვიჩი, ვლაჰოვიჩი.

შვეიცარიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

კობელი - აკანჯი, შერი, როდრიგესი, ვიდმერი, ფროილერი, ჯაკა, სოუ, ვარგასი, შაქირი, ემბოლო.

0:1 - შაქირი

1:1 - მიტროვიჩი

2:3 ფროილერი

მატჩის მიმოხილვა:

  • გუნდებმა პირველ ტაიმში მინიმუმ 2-2 გოლის გატანა 1998 წლის შემდეგ პირველად შეძლეს.
  • შაქირი რონალდუსა და მესის შემდეგ გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ბოლო სამ მუნდიალზე გაიტანა.
  • 2014 წლიდან შვეიცარია ხუთივე დიდი ტურნირის (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) პლეი-ოფში გავიდა. ასეთი შედეგი შვეიცარიის გარდა, მხოლოდ ერთ ევროპულ ქვეყანას - საფრანგეთს აქვს.

სხვა სტატიები