Belive

მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

3 დეკემბერს, პირველი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართება. მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას ნიდერლანდები, აშშ, არგენტინა და ავსტრალია შეეცდებიან.

03.12.2022 - 19:00 ნიდერლანდები Vs. აშშ

03.12.2022 - 23:00 არგენტინა Vs. ავსტრალია

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


ნიდერლანდები Vs. აშშ


ნიდერლანდების ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ნოპერტი - ტიმბერი, ვან დაიკი, აკე, დუმფრისი, დე როონი, დე იონგი, ბლინდი, კლაასენი, გაკპო, დეპაი.

აშშ-ს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ტერნეტი - რობინსონი, რიმი, ციმერმანი, დესტი, ადამსი, მაკკენი, მუსა, პულიშიჩი, ვეა, ფერეირა.


არგენტინა Vs. ავსტრალია


არგენტინის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

მარტინესი - რომერო, ოტამენდი, აკუნია, მოლინა - ენცო ფერნანდესი, მაკალისტერი, დე პაული - პაპუ გომესი, ლიონელ მესი, ალვარესი.

ავსტრალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

რაიანი - როვიესი, სოუტარი, დეგენეკი, ბეიჩი - ირვინი, ბაკუსი, მუი, ლეკი - მაკგრი, დიუკი.

1:0 ლეო მესი

2:0 ხულიან ალვარესი

2:1 კრეგ გუდვინი

მატჩის მიმოხილვა:

ლეო მესი: ,,ჩვენ გვინდოდა აქ ყოფნა იმ შეგრძნებისა და ემოციის გამო, რასაც ხალხი აქ ერთმანეთს გადასცემს. ერთობა უნდა შევინარჩუნოთ.

ძალიან კონტაქტური თამაში გამოვიდა. გამარჯვებითა და კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმით ბედნიერი ვარ.

მატჩს ვაკონტროლებდით და შეგვეძლო, ყველაფერი უფრო ადრე დაგვესრულებინა. ვფიქრობ, მარტინესის ბოლო სეივს თუ არ ჩავთვლით, სხვა პრობლემა არ გვქონია.”

ემილიანო მარტინესი: ,,მესი გუნდის 99,9%-ია. ჩვენ კი ვართ პროცენტის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს მას დაეხმაროს, როცა რაღაც არ გამოსდის. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

სხვა სტატიები