Belive

მუნდიალი 2022 | მე-17 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

3 დეკემბერს, გულშემატკივარმა ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება იხილა – ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ, ასევე სანახაობრივ მატჩში ავსტრალია 2:1 დაამარცხა.

4 დეკემბერს, კიდევ ორი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა. მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობა საფრანგეთმა და ინგლისმა განაგრძეს. საფრანგეთმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა, ხოლო ინგლისმა სენეგალს 3:0 სძლია.

5 დეკემბერს, საინტერესო 1/8-ფინალური დაპირისპირებები ვიხილეთ. იაპონისაა და ხორვატიის დრამა, ფრედ 1:1 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ხორვატებს მხსნელად ლივაკოვიჩი მოევლინა - შედეგად, ხორვატიამ 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა. ბრაზილიამ კი მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ჩაატარა და სამხრეთ კორეა მარტივად, 4:1 დაამარცხა.

6 დეკემბერს, უკანასკნელი 1/4-ფინალისტები გამოვლინდება.

06.12.2022 – 19:00 მაროკო Vs. ესპანეთი

06.12.2022 – 23:00 პორტუგალია Vs. შვეიცარია

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე გუნდთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


მაროკო Vs. ესპანეთი


მაროკოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ბონო - ჰაკიმი, მაზრაუი, საისი, აგერი - ამრაბატი, ამალაჰი, ოუნაჰი - ზიეჩი, ბუფალი, ენ ნესირი.

ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: უნაი სიმონი - როდრი, ლაპორტი, ალბა, ლორენტე - ბუსკეტსი, გავი, პედრი - დანი ოლმო, მარკოს ასენსიო, ფერან ტორესი.


პორტუგალია Vs. შვეიცარია

1:0 გონსალუ რამოში

2:0 პეპე

3:0 გონსალუ რამოში

4:0 რაფაელ გერეირო

4:1 მანუელ აკანჯი

5:1 გონსალუ რამოში

6:1 რაფაელ ლეაუ

სხვა სტატიები