Belive

მუნდიალი 2022 | მე-19 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაში შედის. 6 დეკემბერს უკანასკნელი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა და მუნდიალის 1/4-ფინალში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

1/4-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გრანდების დაპირისპირებას.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩებმა 9 დეკემბერს აიღო სტარტი. ხორვატიამ შეიძლება ითქვას, რომ სასწაული მოახდინა და ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა. არანაკლებ დრამატული გამოდგა ნიდერლანდებისა და არგენტინის დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული ასევე პენალტების სერიის შედეგად გამოვლინდა. არგენტინელთა კიპერმა მოწინააღმდეგის პირველი ორი დარტყმის მოგერიება შეძლო - შედეგად არგენტინამ გაიმარჯვა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა.

10 დეკემბერს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ინგლისს დაუპირისპირდება.

10.12.2022 – 19:00 მაროკო Vs. პორტუგალია

10.12.2022 – 23:00 ინგლისი Vs. საფრანგეთი

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე გუნდთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


მაროკო Vs. პორტუგალია


მაროკოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ბონო - ჰაკიმი, ელ-იამიქი, სალსი, ატიატ-ალა, ამრაბატი, უნაი, ამალაჰი, ზიეში, ენ ნესირი, ბუფალი

პორტუგალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

კოშტა - გერეირო, დიაში, პეპე, დალო, ნევეში, ოტავიო, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი, გონსალო რამოში.

ფერნანდუ სანტუში: ,,პირველ ტაიმში სირთულეები გაჩნდა და თამაშში შესვლას დიდი დრო დასჭირდა.
მოგების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთელები თავდაჯერებულები იყვნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები გვქონდა, მთელი ძალით ვერ ითამაშეს. ვერ შევძელით, მაგრამ მოთამაშეებმა ბევრი იბრძოლეს.
ხვალ ლისაბონში გავფრინდები და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ჩემს მომავალზე ვისაუბრებთ.''

მატჩის მიმოხილვა:


ინგლისი Vs. საფრანგეთი


ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი, შოუ, რაისი, ჰენდერსონი, ბელინგემი, საკა, ფოდენი, კეინი.

საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ლორისი - უპამეკანო, ვარანი, კუნდე, ერნანდესი, რაბიო, ჩუამენი, გრიზმანი, დემბელე, მბაპე, ჟირუ.

0:1 - ჩუამენი

1:1 - კეინი

ჯორდან ჰენდერსონი: ,,ახლა სწორი სიტყვების პოვნა რთულია. გაშვებული გოლით იმედგაცრუებულები ვიყავით, თუმცა ხასიათი გამოვავლინეთ და გავათანაბრეთ. ყველაფერი გავიღეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ღამე არ იყო.

ჩვენ ვიცით, რამდენი პენალტი და გოლი გაუტანია კეინს ჩვენს სასარგებლოდ. მომავალში ის უფრო ძლიერი იქნება. ჰარი მსოფლიო დონის თავდამსხმელი და ჩვენი კაპიტანია. ის დაბრუნდება.

უნდა შევაქოთ საფრანგეთი, რომელიც კარგი გუნდია. თუმცა, ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო.''

დიდიე დეშამი: ,,ეს საოცრებაა. დიდებული მატჩი გამოვიდა, ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. თუმცა, ჩვენ ისევ გამოვაჩინეთ საკუთარი თავი. ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში კვლავ გავედით, თითოეული ფეხბურთელისთვის შესანიშნავია. გვსურს, დრო გავაჩეროთ და ოთხშაბათამდე მომენტით დავტკბეთ.
ჩვენ სწორი მენტალიტეტი გვაქვს და ეს ჩანს. უპირატესობა სიმამაცითა და გულით შევინარჩუნეთ.
მაროკოსთვის სერიოზულად მოვემზადებით. ეს გუნდი აღიარებას იმსახურებს, რაც გასაკვირი არ არის. მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდგებით.''

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები