Belive

მუნდიალი 2022 | მემფის დეპაი სენეგალის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი, მემფის დეპაი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

ყატარში მიმდინარე მუნდიალის პირველი ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდება. B ჯგუფის აღნიშნულ მატჩში ევროპელებს ცენტრალური თავდამსხმელი ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრების დაპირისპირება "ალ თუმამას" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები