Belive

მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

20 ნოემბერს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი. გახსნით შეხვედრაში, A-ჯგუფის მონაწილეების ყატარისა და ეკვადორის დაპირისპირება შედგა, რომელიც ტურნირის მასპინძელთა მარცხით, 0:2 დასრულდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს, გულშემატკივარს 3 მატჩის ხილვის შესაძლებლობა აქვს. A-ჯგუფის შეხვედრაში, სენეგალისა და ნიდერლანდების დაპირისპირება შედგება. B-ჯგუფში, ინგლისისა და ირანის, ხოლოდ დღის ბოლოს აშშ-სა და უელსის დაპირისპირებას ვიხილავთ. სამივე მატჩთან დაკავშირებით, ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში განახლდება და დღის განმავლობაში გავრცელებული ყველა სიახლე, სტატიას დაემატება.

21.11.2022 - 17:00 ინგლისი Vs. ირანი

21.11.2022 - 20:00 სენეგალი Vs. ნიდერლანდები

21.11.2022 - 23:00 აშშ Vs. უელსი


ინგლისი Vs. ირანი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში, ქვეჯგუფისა და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის - ინგლისის მატჩს ვიხილავთ.

თბილისის დროით, 17:00 საათზე, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია:

ჯორდან პიკფორდი – ლუკ შო, დეკლან რაისი, ჯონ სტოუნსი, ჰარი მაგუაიერი, ჰარი კეინი, რაჰიმ სტერლინგი, კირან ტრიპიე, ბუკაიო საკა, მეისონ მაუნტი, ჯუდ ბელინგემი.

1:0 ჯუდ ბელინგემი

2:0 ბუკაიო საკა

3:0 რაჰიმ სტერლინგი

4:0 ბუკაიო საკა

4:1 მეჰდი ტარემი

5:1 მარკუს რაშფორდი

6:1 ჯეკ გრილიში

https://www.belive.ge/up/mp4/Dubz%20-%20.mp4.mp4

6:2 მეჰდი ტარემი

https://www.belive.ge/up/mp4/Dubz%20-%20.mp4.mp4

მატჩის მიმოხილვა

გარეთ საუთგეიტი: "ეს შესანიშნავი დასაწყისია, მაგრამ ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ. რაღაც მომენტში ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ. როდესაც ნელი ტემპით ვთამაშობთ, ახლოსაც კი არ ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმთან. 

ჩვენი დაცვა თითქმის მთელ პირველ საათში აკონტროლებდა თამაშს. ნახევარდაცვა შესანიშნავი იყო, როგორც დეკლანი, ასევე ჯუდი და ჩვენი თავდამსხმელები მეტოქისთვის სახიფათოდ გამოიყურებოდნენ ზედმეტ ემოციებში არ ვარ, რადგანაც ჩემი მოვალეობაა, რომ გუნდში თამაშის ეს დონე შევინარჩუნო".

მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: “შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ”

სენეგალი Vs. ნიდერლანდები


მეორე სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში, A-ჯგუფის ორი ფავორიტის, სენეგალისა და ნიდერლანდების დაპირისპირება შედგება. სენეგალმა სადიო მანეს ტრავმის შედეგად, მძიმე დარტყმა მიიღო. სუპერვარსკვლავის გარეშე დარჩენილი სენეგალი წყვილში "ანდერდოგის" სტატუსით სარგებლობს, თუმცა, აფრიკული ნაკრებებისგან არაერთი მოულოდნელი სიურპრიზი გვინახავს.

თბილისის დროით, 20:00 საათზე, ლუის ვან გაალის ნიდერლანდების ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდების ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია:

ნოპერტი - ვან დაიკი, აკე, დე ლიხტი, დამფრისი, ბლინდი - ფრენკი დე იონგი, ბერგუისი, გაკპო - ბერგვაინი, იანსენი.

სენეგალის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

მენდი - სისე, დიალო, საბალი, კულიბალი - გეიე, კოუიატე, მენდი - სარი, დიატა, დია.

1:0 კოდი გაკპო

2:0 დავი კლაასენი

ალიუ სისე: "ძალიან რთული და დაბალანსებული მატჩი შედგა. ვფიქრობ, შედეგი მატჩის რეალურ მსვლელობას არ ასახავს. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. მომდევნო ტურში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის და თუ მიზნის მიღწევა გვსურს, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მარცხზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება - დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. გოლის გასატანად, 2-3 ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ნიდერლანდების წინააღმდეგ შანსი გვქონდა - ეს გამბედაობასა და ძალას შეგვმატებს".

ლუის ვან გაალი: "ბურთის ფლობის მხრივ კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ ამ მხრივ მოწინააღმდეგეც ვერ დაიკვეხნის. მეტოქეს გოლის გატანის ძალიან მცირე შანსი მივეცით, თუმცა ჩვენი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით უკმაყოფილო ვარ. სიზუსტე გვაკლდა. პოლიტიკურ კითხვებს პასუხს არ გავცემ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - კაპიტნის სპეციალურ საკმკლაურს ვერ გავიკეთებთ, რადგან ყვითელი ბარათით არ დავისაჯოთ. უნდა დავსვათ კითხვა, არის თუ არა ეს კორექტული ქმედება ფიფას მხრიდან?!".


აშშ Vs. უელსი


რეალობისგან აცდენილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ B-ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად, მთავარი ბრძოლა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უელსს შორის გაიმართება. მეორე დღის დასკვნითი მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

აშშ-სა და უელსის მატჩის შედეგი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - აღნიშნულიდან გამომდინარე, დაპირისპირება ორივე ნაკრებისათვის უპრინციპულესია.

აშშ-ს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ტერნერი - ადამსი, დესტი, ციმერმანი, რობინსონი, რიმი, სარჯენტი, მაკკენი, მუსა, პულიშიჩი, ვეა.

უელსის ნაკრების შემადგენლობა:

ჰენესი - უილიამსი, დევისი, მეფამი, როდონი, უილსონი, რემზი, ბეილი, რობერტსი, ამპადუ, ჯეიმსი.

1:1 გარეთ ბეილი

რობერტ პეიჯი: ,,ხასიათი და მონდომება გამოვავლინეთ, რისი წყალობითაც თამაშში დაბრუნება და ქულის მოპოვება შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის გახსნით მატჩში არ წავაგეთ. ფრისთვის ბიჭების მადლობელი ვარ.

ბეილს არასდროს დავუღალატებივართ. საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, რაც გვახარებს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ამ წითელი კედლის დანახვა შთამბეჭდავი იყო. ასეთი მხარდაჭერისთვის ქომაგებს მადლობას ვუხდით.''

გრეგ ბერჰალტერი: ,,რთული მატჩი გამოვიდა, მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ცოტა ძალა დავკარგეთ, თუმცა, მეორე მხრივ, უელსმა ზეწოლა გაზარდა.

კარგი კონტრშეტევების შესაძლებლობა გვქონდა. მეტოქეს ღრმა შემადგენლობა ჰყავს და მეორე ნახევარში თამაში გართულდა.''

სხვა სტატიები