Belive

მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

სრულიად მსოფლიოს ყურადღება ყატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ყატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი, რის გამოც 1 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების რიტმი შეიცვლება.

მუნდიალის მესამე სათამაშო დღეს საფეხბურთო საზოგადოება სენსაციის მომსწრე გახდა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - არგენტინა, ყველასათვის მოულოდნელად საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა და საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმა კი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ავსტრალია დაამარცხა (4:1).

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღეს E და F-ჯგუფის მატჩები გაიმართება. მსოფლიო პუბლიკის წინაშე, ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები - გერმანია, ესპანეთი და ბელგია წარსდგებიან. მეოთხე სათამაშო დღეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტის - ხორვატიის მატჩსაც ვიხილავთ.

23.11.2022 - 14:00 მაროკო Vs. ხორვატია

23.11.2022 - 17:00 გერმანია Vs. იაპონია

23.11.2022 - 20:00 ესპანეთი Vs. კოსტა რიკა

23.11.2022 - 23:00 ბელგია Vs. კანადა


მაროკო Vs. ხორვატია


ხორვატიის სასტარტო შემადგენლობა: ლივაკოვიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, კოვაჩიჩი, კრამარიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, ვლასიჩი, სოსა, გვარდიოლი, იურანოვიჩი.

მაროკოს სასტარტო შემადგენლობა: ბონო, ჰაკიმი, მაზრაუი, ამრაბატი, აგერდი, საისი, ზიეჩი, ონაჰი, ამალა, ბუფალი, ენ-ნესირი

მაროკო 0:0 ხორვატია მატჩის მიმოხილვა


გერმანია Vs. იაპონია


გერმანიის ნაკრების შემადგენლობა: ნოიერი - რუდიგერი, შლოტენბერგი, რაუმი, ზულე - გიუნდოგანი, კიმიხი, მუსიალა - გნაბრი, მიულერი, ჰავერცი.

იაპონიის ნაკრების შემადგენლობა - გონდა - იოშიდა, იტაკურა, საკაი, ნაგატომო - ენდო, ტანაკა, კამადა - იტო, კუბო, მაედა.

1:0 - გიუნდოგანის გოლი

1:1 - დოანის გოლი

1:2 - ტაკუმა ასანოს გოლი


ესპანეთი Vs. კოსტა რიკა


ესპანეთის ძირითადი შემადგენლობა: უნაი სიმონი, ასპილიკუეტა, როდრიგო, ლაპორტე, ხორდი ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ფერან ტორესი, ასენსიო, ოლმო,

კოსტა რიკის ძირითადი შემადგენლობა: ნავასი, ფულერი, ბორგესი, დუარტე, კონტრერასი, ოვიედო, ბენეტე, კემპბელი, კალვო, მარტინესი, ტეხედა.

1:0 - დანი ოლმო

2:0 - მარკო ასენსიო

3:0 - ფერან ტორესი

ფერან ტორესი 4:0

გავი 5:0

კარლოს სოლერი 6:0

ალვარო მორატა 7:0

  • მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის მიერ გატანილი მე-100 გოლის ავტორი დანი ოლმო გახდა.
  • კოსტა რიკამ ესპანეთის კარში ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერ შეძლო, რითიც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა - კონკაკაფის წარმომადგენლებმა კარისკენ ვერც 1990 წელს, ბრაზილიასთან წაგებულ მატჩში (1:0) დაარტყეს.
  • დღევანდელ შეხვედრაში ბურთის ფლობა ესპანელთა სასარგებლოდ 81,7%-ი იყო, რაც მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 
  • ესპანეთი გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 1000-ზე მეტი პასი გააკეთა. 
  • 1056 პასიდან 976 ზუსტი იყო, რაც, რა თქმა უნდა, ასევე რეკორდია.

ესპანეთი 7:0 კოსტა რიკა | მიმოხილვა


ბელგია Vs კანადა


ბელგიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: კურტუა, დენდოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, კასტანი, ვიტსელი, ტილემანსი, კარასკო, დე ბრუინე, აზარი, ბაჩუაი.

კანადის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ბორიანი, მილერი, ვიტორია, ჯონსტონი, ლარეია, ეუშტაკიუ, ჰატკინსონი, ჰოილეტი, დეივისი, დევიდი, ბიუკენენი.

1:0 - მიში ბაჩუაი

მატჩის მიმოხილვა:

რობერტო მარტინესი: ,,რთული მატჩი გამოვიდა. იმაში, რისი გაკეთებაც გვინდოდა, კანადა ჩვენზე უკეთესი იყო. ისინი ტურნირზე, როგორც დღესასწაულზე, ისე ჩამოვიდნენ... ეს ნაკრები სწრაფი ტემპით თამაშობს და პირდაპირია.

სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაშის განსხვავებული მხარე უნდა წარმოგვეჩინა. მიხარია, რომ გამოცდილებისა და ჩვენი მეკარის წყალობით მოვიგეთ. დღევანდელი მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, როცა კარგად თამაშობ.''

ჯონ ჰერდმანი: ,,ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ. თუმცა, პირველ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია. დღევანდელი მატჩის შემდეგ, გალიდერების შესაძლებლობა გვქონდა, ეს იყო მისია, რომელიც ვერ შევასრულეთ.

ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ამ ტურნირზე ყოფნას იმსახურებენ. ვფიქრობ, გულშემატკივრები მათით იამაყებენ.''

სხვა სტატიები