Belive

მუნდიალი 2022 | ნეიმარმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მუნდიალზე მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელიც ბრაზილია სერბეთის დაპირისპირებით დაიხურა. აღნიშნული მატჩი სამხრეთ ამერიკელებმა რიშარლისონის დუბლით მოიგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიამ მატჩი მარტივად მოიგო, შეხვედრას დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია. 79-ე წუთზე ნეიმარმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ბრაზილიელი შემტევის ტრავმა მძიმეა. მისი ემოციებიდან გამომდინარეც აშკარად ჩანდა, რომ ნეიმარს კოჭი აწუხებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ნეიმარის კოჭი აშკარად არ გამოიყურება სახარბიელოდ.

სხვა სტატიები