Belive

მუნდიალი 2022 | ნეიმარმა საკუთარ ტრავმაზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბეთთან მოგებულ შეხვედრაში ნეიმარმა კოჭის ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტიტემ განაცხადა, რომ ფეხბურთელი მწყობრშია და შვეიცარიასთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, მისი სიტყვები არ გამართლდა. დღეს დადასტურდა, რომ ნეიმარი დარჩენილ ორ ჯგუფურ შეხვედრაში მის ნაკრებს ვერ დაემარება.

თავად ფეხბურთელმა მის ტრავმაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"იმ სიამაყესა და სიყვარულს, რომელსაც ბრაზილიის მაისურის ჩაცმისას ვგრძნობ, ახსნა არ აქვს. ღმერთმა კიდევ ერთხელ, რომ მომცეს დაბადების ადგილის არჩევა, კვლავ ბრაზილიას ავირჩევდი. ჩემს ცხოვრებაში ადვილი არაფერი ყოფილა. მე ჩემი ოცნებებისთვის ყოველთვის მიწევდა ბრძოლა. დღევანდელი დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესია... და ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე... დიახ, ტრავმა მაქვს. სამწუხაროა, მტკივა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მექნება დაბრუნების შანსი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას, ჩემს თანაგუნდელებსა და საკუთარ თავს."

როგორც ზემოთ ვახსენე, ნეიმარი, მინიმუმ, დარჩენი ორ ჯგუფურ შეხვედრას გამოტოვებს. შემდეგი მატჩი ბრაზილიას შვეიცარიის წინააღმდეგ ელის. სამხრეთ ამერიკელები ბოლო შეხვედრას, ჯგუფურ ეტაპზე, კამერუნის წინააღმდეგ, 2 დეკემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები