Belive

მუნდიალი 2022 | პედრიმ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, პედრი, მსოფლიო ჩემპიონატის ორ მთავარ ფავორიტად არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს მიიჩნევს:

,,მთავარი ფავორიტები? ბრაზილია და არგენტინა შთამბეჭდავი გუნდებია. ვფიქრობ, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დაიმსახურა. თუ ესპანეთი ვერ მოიგებს, მაშინ, დაე, არგენტინამ მოიგოს. იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ, მაგრამ, სხვა შემთხვევაში, ლეო ამას იმსახურებს.

ჩემი ოცნება მუნდიალის ფინალში თამაშია. ასე რომ, გადამწყვეტ მატჩში მესის არგენტინის ან დე იონგის ნიდერლანდების წინააღმდეგ ვითამაშებდი,'' - პედრის სიტყვებს Marca ციტირებს.

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში კოსტა რიკის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ლუის ენრიკეს გუნდი პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები