Belive

მუნდიალი 2022 | ფიფამ კეინს OneLove სამკლაურით თამაში აუკრძალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ ინგლისის ნაკრებს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გულის გამოსახულებიანი, OneLove სამკლაურით თამაში აუკრძალა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანთან მატჩის წინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფასგან წერილი მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, ფიფას წესები ნაკრების კაპიტანს უფლებას არ აძლევს, რომ OneLove-ის სამკლაური ატაროს.

არსებობს იმის შანსი, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მსაჯი ფეხბურთელს შეხვედრის დაწყებამდე გააფრთხილებს, თუმცა ფიფაში ეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციას მხარს, ინგლისის გარდა, ნიდერლანდების, გერმანიისა და დანიის ნაკრებებიც უჭერენ.

გარეთ საუთგეიტის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხვალ, ირანის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.


სხვა სტატიები