Belive

მუნდიალი 2022 | "სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სახლიდან უნდა ვუყურო" - სერხიო რამოსი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც სერხიო რამოსის გვარს ვერ ვნახავდით. შეგახსენებთ, რომ 36 წლის მცველისთვის ეს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა. რამოსმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა:

"მსოფლიო თასი? ეს ჩემი დიდი ოცნებებიდან ერთ-ერთი იყო, რომლის ასრულებაც შევძელი. ყატარის მუნდიალი მე-5 იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყურება სახლიდან მომიწევს. ძნელია, მაგრამ ეს ჩემში არაფერს შეცვლის. იგივე მენტალიტეტი, იგივე ვნება, იგივე გამძლეობა, ფეხბურთზე ფიქრი 24 საათის განმავლობაში, ძალისხმევა და თავდადება.

ეს არის ჩემი შეგრძნებები და მინდოდა გამეზიარებინა.

დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და მიზანია შესასრულებელი.

მალე შევხვდებით."

სერხიო რამოსს "ფურია როხასთან" ერთად ორი ევროპის და ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული.

მუნდიალზე ესპანეთის ნაკრები E ჯგუფში გერმანიასთან, კოსტა რიკასთან და იაპონიასთან ერთად იასპარეზებს. ლუის ენრიკეს გუნდი პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ, 20:00 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები