Belive

მუნდიალი 2022 | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუნდის შემადგენლობაში საბოლოო ცვლილებები შეიტანა.

54 წლის სპეციალისტმა გუნდის შემადგენლობა შეავსო და 26-ე ფეხბურთელად თავდამსხმელი მარკუს ტურამი გამოიძახა. "გლადბახის" ფორვარდმა ამ სეზონში 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ასევე, ტრავმის გამო, შემადგენლობაში აღარ იქნება პრენსელ კიმპემბე, რომელსაც აქსელ დისასი ჩაანაცვლებს. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს დილით ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ექიმის შეთანხმებით მიიღეს.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, ავსტრალიიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები