Belive

მუნდიალის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მესის ანგარიში რამდენიმე დღით დაბლოკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მისი ანგარიში დაბლოკა:

,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული ბევრი შეტყობინების გამო, ჩემი ინსტაგრამი რამდენიმე დღით დაბლოკილი იყო.

მილიონობით შეტყობინება მქონდა და მათ დამბლოკეს,'' - მესის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები