Belive

Mundo Deportivo: ბარსელონა და ობამეიანგი შეთანხმდნენ! 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში კლუბი დატოვოს. 30 წლის გოლეადორის დამატებით ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" ინტერესდება. კატალონიელებს თავდასხმაში პრობლემები აქვთ, გუნდის მთავარი ფორვარდი ლუის სუარესი ტრავმირებულია და უდიდესი ალბათობით, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ურუგვაელის შემცვლელად, ახალდანიშნული კიკე სეტიენი სწორედ გაბონელს განიხილავს, რომლის გადაბირებასაც "ბლაუგრანა" იჯარის წესით აპირებს. კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ობამეიანგი "ბარსას" წინადადებას დათანხმდა, ჯერი კი ახლა "არსენალზეა", რომელთა ხელმძღვანელებსაც ფეხბურთელის სურვილის უგულებელყოფა გაუჭირდებათ. ობამეიანგს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები