Belive

Mundo Deportivo: ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა ტოპ ლიგებში თამაშისკენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ცნობილი ესპანური გამოცემა "mundo deportivo" საქართველოსა და შვედეთის მატჩს ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლის ავტორი, ქართველი ვუნდერკინგი - ხვიჩა კვარაცხელიაა. ესპანურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგ სათაურს წერს: "ესპანეთის მოულოდნელი გმირი" - ეს სათაური იმიტომ, რომ ამ გამარჯვებით ესპანეთის ნაკრებმა უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, შეგახსენებთ, რომ შვედეთი მათი მთავარი კონკურენტი არის. "20 წლის ქართველმა მარცხენა გარემარბმა - ხვიჩა კვარაცხელიამ, შვედეთთან მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი დიდ ნაბიჯებს დგამს და უფრო უახლოვდება ტოპ ლიგებში თამაშს. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ბრჭყალები 2021 წლის 28 მარტს უკვე აჩვენა მსოფლიო ფეხბურთის მაყურებელს, როდესაც მან ესპანეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გოლიც გაუტანა. შვედეთთან მატჩი და 2 გოლი კი იმას მეტყველებს, რომ მას სულ მალე TOP 5 ჩემპიონატში ვიხილავთ. ორ გოლთან ერთად მან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ულამაზეს გოლამდე მცირედი დააკლდა და მეკარემ შესანიშნავი ბურთი აუღო, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რადგან ამ მომენტის შემდეგ მან მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დაასრულა. სწრაფი, ჭკვიანი, ხელოვანი და შეუპოვარი - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა".

ფოტო - ვანო შლამოვი

 

სხვა სტატიები