Belive

მუნირ ელ ჰადადი სევილიაში გადავა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მუნირ ელ ჰადადიმ, "სევილიასთან" შეთანხმებას მიაღწია და ანდალუსიურ კლუბში ივნისში გადავა. "ბარსელონამ" ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება ორჯერ შეთავაზა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე 23 წლის ფეხბურთელს არ ენდობა და მოედანზე იშვიათად გამოჰყავს. თავად ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და "სევილია" აირჩია. მუნირ ელ ჰადადის მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული. ის "ლა მასიას" აღზრდილია და კარიერასაც სწორედ "ბარსელონაში" იწყებდა. 2016-17 წლებში იჯარის წესით "ვალენსიაში" გადავიდა, სადაც 36 თამაშში 7 ბურთი გაიტანა. "ვალენსიადან" "ალავესში" გადაბარგდა და იქაც ერთი სეზონი გაატარა. "ალავესში" 37 თამაშში 14 ბურთის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში "ბარსელონაში" დაბრუნდა და 11 თამაშის ჩატარება მოასწრო. მეტოქეთა კარი კი 2-ჯერ აიღო. მუნირ ელ ჰადადის მომავალი კლუბი "სევილია" იქნება და ესპანელიც კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

სხვა სტატიები