Belive

მუსლერას საშინელი ტრავმა - ურუგვაელმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გალათასარაის" მეკარე ფერნანდო მუსლერამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. სუპერლიგის განახლებიდან პირველივე ტურში, გამოცდილმა მეკარემ ფეხი მოიტეხა. 34 წლის გოლკიპერი "რიზესპორთან" შეხვედრის 23-ე წუთზე დაშავდა, რის მერეც მისმა გუნდმა 2 უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. ურუგვაელი კარის დარაჯი 16 ივნისს ოპერაციას გაიკეთებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი ამის შემდეგ გახდება, თუმცა დიდი შანსია, რომ მუსლერა მოედანზე საერთოდ ვეღარ დაბრუნდეს. მეკარეს კარიერის ახლო მომავალში დასრულება ისედაც განზრახული ჰქონდა, წვივის ძვლის ორმაგი მოტეხილობის შემდეგ კი, რომლის რეაბილიტაციასაც წელიწადზე მეტი დასჭირდება, მან ფეხბურთის თამაში შესაძლოა ვეღარ მოახერხოს. როგორც თურქული მედია-საშუალებები წერენ, მუსლერა გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს. ფერნანდო მუსლერა სტამბულურ კლუბში 2011 წელს, "ლაციოდან" გადავიდა, 361 შეხვედრა ჩაატარა, 121-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ერთხელ გოლიც კი გაიტანა.

სხვა სტატიები