Belive

მწვრთნელი, რომელმაც 24 ფეხბურთელი სექსუალურად შეავიწროვა, დაკავებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყოფილი მწვრთნელი, ბობ ჰიგინსი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 24 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "საუთჰემპტონისა" და "პიტერბოროს" ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი, ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში სცნეს დამნაშავედ. 66 წლის ბობ ჰიგინსს, 1971-1996 წლებში, 24 მოზარდის მიმართ ძალადობა დაუმტკიცდა. თავისუფლების აღკვეთის პარალელურად, ბობ ჰიგინსი სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში დაარეგისტრირეს და ბავშვებთან მუშაობა აუკრძალეს. საფეხბურთო კლუბმა "საუთჰემპტონმა" ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰიგინსის მიერ დაზარალებულებს ბოდიშს უხდის. კლუბის მესვეურებმა ასევე აღნიშნეს რომ მიმდინარეობს შიდა გამოძიება.

სხვა სტატიები