Belive

ნ'გოლო კანტე რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგი ვარსკვლავი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, კანტე კვლავ "ჩელსის" რიგებს დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი განახლებულ კონტრაქტს აწერს ხელს, რომლის თანახმადაც კვირაში 290.000 ათას ფუნტს მიიღებს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, კანტეს კიდევ 3 წელი აკავშირებს "არისტოკრატებთან" - მისი ანაზღაურება კი კვირაში 150.000 ათას ფუნტს შეადგენს. როდესაც ნ'გოლო კანტე განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს იგი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ამასთანავე, ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ლონდონელები ედენ აზარსაც უმზადებენ განახლებულ კონტრაქტს. თანხმობის შემთხვევაში ბელგიელი ვარსკვლავი კვირაში 300.000 ათას ფუნტს მიიღებს და კანტეს დაჩრდილავს.

სხვა სტატიები