Belive

ნაბი კეიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ნახევარმცველი, ნაბი კეიტა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ ფინალს გამოტოვებს. გვინეელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ მიიღო. კეიტას საზარდული აწუხებს. თამაშის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეიტასთვის სეზონი დასრულდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" დაუბრუნდა რობერტო ფირმინო. სათამაშოდ მზად არის მოჰამედ სალაჰიც. "ტოტენჰემის" შემადგენლობაში კი ჰარი კეინს ვიხილავთ, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები