Belive

ნაბი კეიტა: "პრემიერლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" გვინეელი ნახევარმცველი ნაბი კეიტა, რომელიც კლუბს "ლაიპციგიდან" სეზონის დაწყებამდე შეუერთდა აცხადებს რომ მთელი გუნდი პრემიერლიგის მოგებაზეა კონცენტრირებული: "სეზონის პირველივე მატჩიდანვე ჩვენ პრემიერლიგის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი, ჩვენ კიდევ 11 მატჩი გვაქვს სათამაშო და მთელი გუნდი ერთ სურვილს ვიზიარებთ, მწვრთნელიდან დაწყებული მოთამაშეებით დასრულებული ყველანი მატჩიდან მატჩამდე უფრო მეტად ვართ მოტივირებული. მაქსიმალური მოტივაციით ვვარჯიშობთ და თითოეულ შეცდომას ვაანალიზებთ. "იურგენ კლოპი ის ადამიანია ვინც მოედნის კიდიდან საოცარ ენერგიას და პოზიტივს გვაწვდის, თუ ამ ენერგიას მოედანზე სწორად თამაშში გარდავსახავთ ვფიქრობ პრობლემა აღარ გვექნება. იურგენი ყოველთვის გვეუბნება რომ არ გავიხედოთ უკან და სრული კონცენტრაცია მომავალ მატჩებზე მოვახდინოთ, რა თქმა უნდა ამაში მას ყველა ვეთანხმებით, მიზანი კი ერთია ყველა დარჩენილი მატჩის მოგება და პრემიერლიგის ტიტული მოპოვება."

სხვა სტატიები