Belive

ნაბილ ფეკირი ესპანურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლიონის" ვარსკვლავი, ნაბილ ფეკირი 22 ივლისს "ბეტისში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური და ფრანგული მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფეკირი "ბეტისის" მაისურს მოირგებს. ესპანური კლუბი ნაბილ ფეკირის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის. გარიგების თანახმად, სამომავლო ტრანსფერის შემთხვევაში, "ლიონი" და ფეკირი "ბეტისისგან" ფეხბურთელში გადახდილი თანხის გარკვეულ პროცენტს მიიღებენ.

სხვა სტატიები