ნადალისა და ბალისაშვილის მატჩს ბუნდესლიგის ვარსკვლავი ეხმაურება

78
ნახვა

2018 წლის 2 სექტემბერი, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ. US OPEN-ის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, რაფაელ ნადალის წინააღმდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე თამაშმა უამრავი გულშემატკივარი აღაფრთოვანა.

მსოფლიო რეიტინგის 37-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია რაფაელ ნადალს და მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს მე-3 სეტი მოუგო. ნადალი – ბასილაშვილის დაპირისპირებას, თვალყურს “ბაიერნის” ლიდერი, მატს ჰუმელსიც ადევნებდა, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა და Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

(78)

ნადალისა და ბალისაშვილის მატჩს ბუნდესლიგის ვარსკვლავი ეხმაურება

სტატიის ავტორი
-