Belive

ნადირობა ტიაგო სილვაზე - ევროპული გრანდები ბრაზილიელით ინტერესდებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე ზაფხულში ტიაგო სილვა "პსჟ-ს" დატოვებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია და  რამდენიმე წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. აქედან გამომდინარე, სილვათი რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება. საუბარია "ნიუკასლზე", "არსენალზე" და "ევერტონზე" როგორც ცნობილია "ნიუკასლის" ახალი მფლობელი, საკმაოდ ძლიერი კლუბის გაკეთებას აპირებს და დასაწყისისთვის ტიაგო სილვას კანდიდატურა მათთვის იდეალურია. რაც შეეხებათ "მეთოფეებს", მრავალი წელია მათ დაცვაში პრობლემებია და ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. "ევერტონს" კი ის უპირატესობა აქვს, რომ მათი თავკაცი ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი გახლავთ, რომელთანაც ტიაგო სილვა მრავალი წლის მანძილზე ასპარეზობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტი კი ერთია, მომავალ სეზონში სილვა სხვა კლუბის მაისურით მოგვევლინება.

სხვა სტატიები