Belive

ნაგელსმანმა ბაიერნის პირველი სამიზნე შეარჩია | 33 წლის გერმანელს კროოსის დაბრუნებაც სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰანს ფლიკს, ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს. ნაგელსმანმა გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც ჩანს უკვე "რეკორდმაისტერის" გაძლიერებაზე ფიქრობს. გავლენიანი გერმანული მედიაგამოცემა BILD იუწყება, რომ ნაგელსმანის მთავარი სამიზნე მილანის "ინტერის" მცველი, აჩრაფ ჰაკიმი იქნება, რომელიც ნაგელსმანის ტაქტიკაში ძალიან კარგად ჯდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და სწორედ ამიტომ გერმანული გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაგელსმანს, ბოსნიელი სპეციალისტისგან სრული მხარდაჭერა ექნება მის სატრანსფერო სურვილებში. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 33 წლის გერმანელმა განაცხადა, რომ "ბაიერნის" რიგებში სიამოვნებით იხილავდა გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავია - ტონი კროოსს.

სხვა სტატიები