Belive

"ნაკლებად სავარაუდოა",- კლოპი ვან დაიკისა და გომესის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"წითლების" გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ "ლივერპულის" ორი ცენტრალური მცველი - ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ. "ლივერპულის" ნიდერლანდელი მცველი საკუთარ გუნდს 17 ოქტომბრის შემდეგ ვერ ეხმარება. ვან დაიკმა უმძიმესი ტრავმა მერსისაიდულ დერბიში "ევერტონის" მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო. რაც შეეხება ჯო გომესს, ინგლისელი მცველი 11 ნოემბრიდან მოყოლებული ვერ ახერხებს თამაშს. გომესი სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა ირლანდიასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ჟურნალისტებთან საუბარში კლოპმა აღნიშნა: 
"ეს ჩემი გადაწყვეტილება არაა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც მე ვფლობ, ვან დაიკისა და ჯო გომესის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა". "საქმე იმაში არაა, რომ მე მათ არ ვუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება არ მსურს. საქმე ტრავმების სირთულეშია". "ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ისინი წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენთან ერთად იქნებიან. საქმე რეალურად რთულ ტრავმებთან გვაქვს და ახლა საუბარი იმაზე არაა, თუ რომელ ტურნირზე მიიღებენ ისინი მონაწილეობას". "ჯო ჯერ ვერ ვარჯიშობს, ვირჯილი დარბის, მაგრამ ფეხი მაინც აწუხებს. არ ვიცი, ვეროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ საკმარისი იქნება თუ არა, რომ ისინი ტურნირის სტარტამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდნენ, ან უშუალოდ ტურნირის დაწყების დღეს".
 შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ჯო გომესი იმდენად არ დააკლდეს, რამდენადაც ვან დაიკი დააკლდება ნიდერლანდებს, რადგან ვირჯილი ეროვნული გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

სხვა სტატიები