Belive

ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ვარჯიშობს 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, "დინამო ბათუმი" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს დაიმატებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდება, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სანახევროდ დაადასტურა, მას მერე, რაც ვარჯიშის ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილიც აქტიურადაა ჩართული. 21 წლის ფეხბურთელი აჭარულ კლუბში ვარჯიშობს, თუმცა "ლურჯ-თეთრებს" ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, დავითაშვილი მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც "დინამო ბათუმი" რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ დაიმატებს. შემდეგ შეხვედრას ბათუმელები 10 აპრილს, ზესტაფონში, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ეგიდით გამართავენ.  

სხვა სტატიები