Belive

ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა - იძულებითი ცვლილება ეროვნულ გუნდში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ გუნდს მარტის სანაკრებო მატჩებისთვის იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწევს. როგორც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და მას "ჯვაროსნების" შემადგენლობაში ვაკო გვილია ჩაანაცვლებს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ნაცვლად, ვილი სანიოლიმ ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველს უხმო, რომლის თავდაპირველ სიაში არ ყოფნამაც კითხვის ნიშნები გააჩინა. 26 წლის შუახაზელი ნაკრებს 22 მარტსვე შეუერთდება. ოქრიაშვილმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო, რომელშიც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" "აპოელ ლიმასოლთან" 1:2 დამარცხდა, ერთადერთი გოლის გატანა კი გიორგი ქვილითაიამ შეძლო. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მარტის თვეში სამ შეხვედრას გამართავს და შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები