Belive

ნანტი და კარდიფი ერთმანეთთან შეთანხმდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იქნა - "ნანტმა" და "კარდიფმა" სალას ტრანსფერის საკითხში ერთმანეთთან შეთანხმება მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსში ბრუნდებოდა, როდესაც მისმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. სალას ცხედარს დიდხნიანი ძებნის შედეგად, ლა-მანშის სრუტეში მიაკვლიეს. ტრაგედიის მიუხედავად, "ნანტმა" "კარდიფს" სალას ტრანსფერის 20 მილიონი დოლარი მოსთხოვა. პრემიერ ლიგის ბინადრები აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებდნენ. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნანტი" სალას ტრანსფერში ფულის ჩასარიცხად "კარდიფს" ვადას უხანგძლივებს. უელსური გუნდის მესვეურები მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე თანახმანი არიან.  

სხვა სტატიები