Belive

ნანტის მოულოდნელი საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც BBC WALES იუწყება ფრანგული "ნანტი" პრემირლიგის ბინადარ "კარდიფს" ემილიანო სალას საფასურის გადახდას სთხოვს. "კარდიფმა"  გადახდის პირველი ეტაპი შეაჩერა მანამ სანამ დოკუმენტაცია ბოლომდე არ მოწესრიგდება, თუმცა "ნანტი" აპირებს სასამართლოს მიმართოს თუ უახლოეს 10 დღეში არ მოხდება საფასურის დაფარვა. უელსური კლუბის განცხადებით ისინი აპირებენ პატივი სცენ შეთანხმებას მაგრამ მანამდე საჭიროა ყველა ფაქტს ნათელი მოეფინოს. შეგახსენებთ რომ ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი 22 იანვარს დაიკარგნენ. რამოდენიმე დღის წინ სამაშველო სამსახურმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა, მათი განცხადებით არგენტინელი ფეხბურთელიც და პილოტიც გარდაცვლილნი არიან.

სხვა სტატიები