Belive

ნანტის პრეზიდენტი: რატომ ვაიძულებთ მოქალაქეებს სამსახურში გასვლას და ფეხბურთელებს არა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სპორტული ღონისძიება კორონავირუსის გამო განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული. "ნანტის" პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. ვოლდემარ კიტა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფრანგეთის ჩემპიონატი უმოკლეს დროში უნდა განახლდეს. "ვგრძნობ, რომ დროა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ზოგიერთ ადამიანს სამსახურში გასვლა მოუწია. ადამიანები იღვიძებენ დილის 5 საათზე და მეტროთი მიდიან სამსახურებში, რათა რისკის მიუხედავად 1200 ევრო გამოიმუშავონ. რატომ არ შეიძლება ფეხბურთელი, რომელიც უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებითაა დაცული სამსახურს დაუბრუნდეს? ფეხბურთელი სხვა სამყაროში ცხოვრობს? რატომ ვაიძულებთ დასაქმებულებს სამსახურში წასვლას და ფეხბურთელებს არა?" - ციტირებს ვოლდემარ კიტას სიტყვებს Le Parisien-ი.

სხვა სტატიები