Belive

ნაპოლი გუნდის ლიდერმა დატოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლი" გუნდის ლიდერმა, მარეკ ჰამშიკმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელთა რიგებში გატარებული 12 წლიანი კარიერის შემდეგ, ჰამშიკი ჩინეთის სუპერლიგის გუნდს შეუერთდა. "ნაპოლისა" და "დალიან იფანს" შორის გამართული მოლაპარაკებები შეუთანხმებლობის გამო გასულ კვირას ჩაიშალა - თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა 14 თებერვალს გახდა შესაძლებელი. "ნაპოლის" მესვეურებმა უკვე დაადასტურეს მარეკ ჰამშიკის ტრანსფერი. წყაროს მტკიცებით, ჰამშიკის სანაცვლოდ "ნაპოლი" 27 მილიონ ევროს მიიღებს, თავად სლოვაკი ფეხბურთელი კი წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები