Belive

ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა გუნდის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

Calciomercato.it-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აურელიანო დე ლაურენტისის გუნდი, 21 წლის ქართველისთვის ახალი კონტრაქტის პირობებზე უკვე მუშაობს.

"ნაპოლიში" ქართველის მთლიანი ხელფასი დაახლოებით მილიონნახევარია, თუმცა კონტრაქტში მისი გაზრდის პირობაა გათვალისწინებული. აურელიანო დე ლაურენტისს მის შემადგენლობაში მყოფი ჩემპიონი ფეხბურთელისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ზაფხულში პოტენციური თავდასხმისგან თავის არიდება სურს. საამისოდ, "ნაპოლი" გეგმავს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული გახანგრძლივების შესაძლებლობა გამოიყენოს", - წერს იტალიური გამოცემა.

ამჟამინდელი კონტრაქტით ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" ერთმანეთთან თანამშრომლობა 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები