Belive

ნაპოლი კრემონეზეს წინააღმდეგ | გუნდები ერთმანეთს კოპა იტალიზე შეხვდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრების წყვილები.

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო "ნაპოლისა" და "კრემონეზეს" დაპირისპირებაა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს ხოლო, ნეაპოლელთა ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს.

ქართველები აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს, სადაც ლოჩოშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე შეხვედრა 4:1 დათმო. აღნიშნული დაპირისპირება სერია A-ს მე-9 ტურში შედგა, სადაც კვარაცხელიამ საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბოლო შეხვედრა "კრემონეზემ", კოპა იტალიაზე, "მოდენას" წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. აღნიშნული მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ძირითად დროში ვერ გამოირკვა. 84-ე წუთისთვის ქართველი მცველის გუნდი 2-ბურთიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა, ამის შენარჩუნება ვერ შეძლო და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა შეძლეს თამაშის მოგება და შეხვედრა 4:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილს სათამაშო დრო არ მისცემია.

სხვა სტატიები