Belive

ნაპოლი - ლივერპული (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. ნეაპოლში, "სან პაოლოზე" გასამართი მატჩი უდიდესი ინტრიგის მატარებელია. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა "ნაპოლიმ" გასვლით შეხვედრაში, "ცრვენა ზვეზდას" დამარცხება ვერ შეძლო. საპირისპიროდ, მერსისაიდულმა გრანდმა "პარი სენ-ჟერმენს" სძლია და ქვეჯგუფს სათავეში ჩაუდგა. იტალიის სერია ა-ს ეგიდით, უშუალო კონკურენტ, "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ, "ნაპოლის" პრესტიჟის აღსადგენად "ლივერპულის" დამარცხება ესაჭიროება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იურგენ კლოპის მეთაურობით ინგლისის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და დაუმარცხებლად ასპარეზობენ. "ნაპოლის" სასახელოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნეაპოლელები საკუთარ მოედანზე შესანიშნავად ასპარეზობენ. ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 8 საშინაო მატჩიდან "ნაპოლიმ" 7 გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი კი ფრედ დაასრულა. მართალია იტალიურ კლუბებთან გასვლით შეხვედრებში "ლივერპული" დადებით ბალანსს ინარჩუნებს მაგრამ მერსისაიდელთა სტატისტიკა არცისე სახარბიელოა. იტალიური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული უკანასკნელი 8 გასვლითი მატჩიდან, "ლივერპულმა" 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ორი მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში, "ლივერპულმა" მინიმუმ 2 გოლი გაუშვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე რომ "სან პაოლოზე" გასამართი დაპირისპირება უხვგოლიანი უნდა გამოდგეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მატჩს ორივე გრანდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშხვედრების სტატისტიკა კი მერსისაიდელთა სასარგებლოდ მეტყველებს. უკანასკნელი 3 დაპირისპირებიდან, ორი "ლივერპულის" გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დასრულდა.

სხვა სტატიები