Belive

ნაპოლიმ სტუმრად აიაქსი გაანადგურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "აიქასმა" "იოჰან კრუიფ არენაზე" "ნაპოლის" უმასპინძლა და საკუთარ კედლებში პირნათლად დაიჩაგრა. იტალიელებმა მასპინძლები 1:6 დაამარცხეს და ჯგუფში კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. ნეაპოლური კლუბი ცხრა ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

ეს მატჩი წარმატებული აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც, რადგან ქართველმა საგოლე გადაცემის გარდა, გოლითაც გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე 5 ბურთიანი სხვაობით ბოლოს 1964 წლის ნოემბერში დამარცხდნენ. "აიაქსმა" აღნიშნული შეხვედრა 9:4 "ფეინორდის" წინააღმდეგ დათმო.

ამჟამად "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ისინი შემდეგ შეხვედრას "ნაპოლის" წინააღმდეგ გასვლაზე ჩაატარებენ.

სხვა სტატიები