Belive

ნაპოლიმ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური "ნაპოლი" მექსიკის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა. ირვინგ ლოსანო ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელია. 24 წლის მექსიკელი შემტევი იტალიურ კლუბში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და იქ 2024 წლამდე დარჩება. ირვინგ ლოსანო "პსვ"-ს ღირსებას იცავდა. მან ჰოლანდიურ კლუბში სამი სეზონი გაატარა და 79 თამაშში 40 ბურთი გაიტანა. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში ლოსანო 2016 წლიდან თამაშობს. ეროვნულ გუნდში მან 35 მატჩის ცატარება მოასწრო და 9 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები