Belive

ნაპოლიმ ოსიმენის სანაცვლოდ არსენალის 60 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვიქტორ ოსიმენმა ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, არაერთი გუნდის ინტერესი მიიპყრო. იტალიური მედიის ცნობით, ლონდონის "არსენალმა" 23 წლის ნიგერიელის სანაცვლოდ "ნაპოლის" 60 მილიონიანი წინადადება გაუკეთა, თუმცა ნეაპოლელთა ხელმძღვანელები ოსიმენის სანაცვლოდ მეტს ითხოვენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ვიქტორის ტრანსფერში 100 მილიონი ევროს მიღება სურს. გასულ სეზონში ნიგერიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები