Belive

ნაპოლის კავანის დაბრუნება სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ედისონ კავანის დაბრუნება სურს. იტალიური მედიის ცნობით, "პსჟ-ს" ფორვარდი, რომელიც 2010-2013 წლებში "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, შესაძლოა სათამაშოდ იტალიას დაუბრუნდეს. კავანის, რომელიც პარიზულ კლუბში უკვე მეექვსე სეზონს ატარებს, "პსჟ-სთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ურუგვაელ ფორვარდს ამ პერიოდში 255 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან მეტოქის კარის აღება 176-ჯერ შეძლო. Football Italia წერს, რომ კავანის შვილები დღემდე ნაპოლიში ცხოვრობენ, თავად ფეხბურთელს კი ამ ქალაქთან კარგი მოგონებები აკავშირებს. "ელ მატადორმა" იტალიური გუნდის მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

გავიხსენოთ კავანის მნიშვნელოვანი მომენტები "ნაპოლის" მაისურით

 

სხვა სტატიები