Belive

ნაპოლის ფეხბურთელი: "რონალდუ საუკეთესოა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც ნაკრების მაისურით უკვე 98 გოლი დაუგროვდა. "ნაპოლისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველმა, მარიო რუიმ მატჩის შემდეგ კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. "რონალდუ მოგებით არასდროს იღლება და მას ყოველთვის უფრო მეტი უნდა. სწორედ "შიმშილი" აქცევს კრიშტიანუს ყველაზე კარგ ფეხბურთელად. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ის გვყავს. დარწმუნებული ვარ, რონალდუ სიხარულს კიდევ ბევრჯერ მოგვიტანს," - თქვა მარიო რუიმ.

სხვა სტატიები