Belive

ნაპოლის პრეზიდენტი: "იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით აფეთქებას მოვახდენ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლიში" გადასვლა გადაწყვეტილია. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მედია-საშუალებებთან და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ, ფაბრიციო რომასნოსთან ერთად, ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. მოგვიანებით, გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა Sky Sports Italla-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 21 წლის ქართველი ტალანტის შესახებაც ისაუბრა.
"ვფიქრობ ისეთი ტრანსფერი განვახორიცელე, რომელიც გადატრიალებას გამოიწვევს. იმედი მაქვს ამ  ტრანსფერით აფეთქებას მოვახდენ. კვარაცხელია ყველა ასპექსტში ჩვენი გუნდისთვის შესაბამისი ფეხბურთელია. მისი გვარი რთულად წარმოსათქმელია, ამიტომ ვფიქრობ, მას ზედმეტსახელი უნდა დავუძახო. შეიძლება ეს ძიძი იყოს, ცუდად არ ჟღერს" - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.
კვარაცხელია "ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება და დიეგო არმანდო მარადონას კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები