Belive

ნაპოლის სარჩელი დაკმაყოფილდა - იუვენტუსთან მატჩი გადათამაშდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა - ჯენარო გატუზოს გუნდს "იუვენტუსთან" ტექნიკური წაგება (3:0) გაუუქმდა, სერია A-ში დაკლებული 1 ქულა კი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის არ შედგა. მიზეზი ნეაპოლელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები იყო. გატუზოს გუნდი მაშინ თამაშზე არ გამოცხადდა, რის გამოც ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. როგორც ცნობილია, გუნდების აღნიშნული მატჩი გადათამაშდება. განახლებული სატურნირო მდგომარეობით, "იუვენტუსი" ლიდერ "მილანს" 7 ქულით ჩამორჩა. "ნაპოლი" კი 24 ქულით "რომას" გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები