Belive

ნაპოლისა და რომას ფანებს შორის შეტაკება მოხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ერთმანეთს "ნაპოლისა" და "რომას" ფანები დაუპირისპირდნენ. შეტაკებაში 300-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნული ინციდენტი პირველ საათზე, ბადია ალ პინოს ზონასთან ახლოს 364-ე კილომეტრზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს სწორედ აქ "ლაციოს" ფანი გაბრიელე სანდრი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხუბი "ნაპოლის" ფანებმა დაიწყეს. მათ მანქანით მიმავალ "ჯალოროსის" გულშემატკივრებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს. ამის შედეგად დაახლოებით 30 მანქანა გაჩერდა მაგისტრალზე, რამაც სავალი გზის პარალიზება გამოიწვია და მთავარი შეტაკებაც სწორედ აქ მოხდა. ადგილზე დაახლოებით 150 რომაელი გულშემატკივარი იმყოფებოდა. პოლიციის განცხადების თანახმად, ნეაპოლელებს ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია.

საბედნიეროდ, დაპირისპირებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაიჭრა ერთი გულშემატკივარი და სამართადამცავებმა 200-მდე ადამიანი დააკავეს.

საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს ქალაქის მერებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მათ ქალაქებს ახლო ურთიერთობსა აქვთ და ჩხუბში მონაწილეების კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვეს.

სხვა სტატიები