Belive

ნასერ ალ-ხელაიფი: ,,მომავალ სეზონში ყველა დროის საუკეთესო მესის ვნახავთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა:
მესი ცალკე განხილვას იმსახურებს. ეს ჩაგდებული სეზონი იყო თუ ადაპტაციის წელი? - ფეხბურთელზე, რომელსაც 7 ოქროს ბურთი აქვს, ასეთი საუბარი არ შეიძლება. მესიმ ისტორია დაწერა. ეს არ იყო მისი საუკეთესო  სეზონი, მაგრამ ბარსელონაში გატარებული 20 წლის შემდეგ, ლეო ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, ახალ ლიგასა და გუნდში გადმოვიდა. ასევე, მისი ოჯახიც. გარდა ამისა, მან კორონავირუსიც გადაიტანა. ეს არ იყო ადვილი. მომავალ სეზონში ყველა დროის საუეკეთესო მესის ვიხილავთ. ამ გარიგებამ ფინანსურად პირველივე წელს გაამართლა. ასე მოხდება მბაპეს შემთხვევაშიც.
მესი ,,პსჟ-ში'' გასულ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2021-2022 წლები სეზონში არგენტინელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები