Belive

ნასერ ალ-ხელაიფს და მაურისიო პოჩეტინოს უეფასგან სასჯელი ემუქრება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის “რეალმა” “პსჟ” – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ძალიან გაბრაზებული იყო და როგორც ესპანური მედია იუწყება, კადრს მიღმა, სტადიონის სხვადასხვა ოთახში იგი აგრესიული ქმედებებითაც გამოირჩეოდა. როგორც Marca წერს, ყატარელი ბიზნესმენი მატჩის დასრულების შემდეგ, ჯერ საკუთარი გუნდის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელების და მწვრთნელის მიმართ პრეტენზიები გამოხატა, შემდეგ კი უკმაყოფილება მსაჯების მიმართაც გამოხატა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ხელაიფი მატჩის დელეგატსაც დაუპირისპირდა და მუქარები წაუყენა. ამ ყველაფრის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარელ შეიხს უეფას მხრიდან სანქციები ელოდება, თუმცა იგი თავისი კლუბიდან ამ კუთხით გამორჩეული ერთადერთი ადამიანი არ იქნება. პრობლემები შესაძლოა მაურისიო პოჩეტინოსაც შეექმნას, არგენტინელი სპეციალისტის შესაძლო დასჯის საგანს მისი განცხადებები წარმოადგენს, რომლითაც მან როგორც მთავარი მსაჯი, ასევე VAR-ზე მომუშავე ოფიციალური პირებიც მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა ხდებოდეს. 2019 წელს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ნეიმარი სამი მატჩით დასაჯა, მას მერე რაც 30 წლის შემტევმა მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხს მოჰყვა, როცა ტურნირის ამ ეტაპს ფრანგული გრანდი კიდევ ერთხელ გამოეთიშა.

სხვა სტატიები