Belive

ფეხბურთელები რომლის ერთმანეთთან კავშირს ალბათ ვერ წარმოიდგენდით

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიოში არის გარკვეული ოჯახები, რომელთათვისაც საფეხბურთო სიყვარული და ზოგადად ფეხბურთი განსაკუთრებულია. ერთი ოჯახიდან წარმატებული ფეხბურთელები არცთუ ისე ხშირია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით თავი დაგვამახსოვრეს: ჩარლტონები (ბობი და ჯეკი); ლაუდრუპები (მიკაელი და ბრაიანი); დე ბურები (ფრანკ და რონალდ) და ტურეები (იაია და კოლო). ზოგჯერ საფეხბურთო ნიჭიერება თაობებშიც გრძელდება, მაგალითად ისეთი ცნობილი მამა-შვილები, როგორებიც არიან: პაოლო და ჩეზარე მალდინები, იოჰან და ხორდი კრუიფები, კარლეს და სერხიო ბუსკეტსები. ზემოთხსენებული სახელები საფეხბურთო მასშტაბით ყველასთვის ცნობილია. მათ თავი მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი წარმატებით დაგვამახსოვრეს.
ასევე კიდევ შეიძლება სხვა კავშირების პოვნა ელიტარულ დონეზე, დაწყებული ძმებიდან, გაგრძელებული ბიძაშვილებითა და მამებით. ასევე არაერთი ცნობილი ფეხბურთელის და ასევე ცნობილი ფეხბურთელის ცოლია.
ჩვენს ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომელთა ნათესავური კავშირიც შეიძლება გაგიკვირდეთ.

ჯეი-ჯეი ოკოჩა და ალექს ივობი

ლეგენდარული ნიგერიელი ფეხბურთელი - ჯეი-ჯეი ოკოჩა, ლონდონის "არსენალის" ყოფილი და ახლა უკვე "ევერტონის" ფეხბურთელის - ალექს ივობის ბიძაა (ძმისშვილი). ცნობილი გამოცემები დღემდე წერენ და ვარაუდობენ, რომ ალექს ივობის ის ნიჭიერება, რაც მას გააჩნია ბიძამისის დიდი დამსახურებაა.

ემირ სპაჰიჩი და ედინ ჯეკო 

ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრების ორი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში აგრეთვე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული - ემირ სპაჰიჩი და ედინ ჯეკო ბიძაშვილები არიან.
ემირ სპაჰიჩს ბოსნიაში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 94 მატჩი ჩაატარა, ხოლო მის უმცროს ბიძაშვილს - ედინ ჯეკოს 107 კეპი აქვს და იგი ბოსნია ჰერცოგოვინას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 58 გოლით.

მაკდონალდ მარიგა და ვიქტორ ვანიამა 

კენიელი ფეხბურთელი - მაკდონალდ მარიგა, რომელიც 2007-2010 წლებში მილანის "ინტერის" ღირსებას იცავდა, ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველის - ვიქტორ ვანიამას ძმა არის.
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა - კენია ფეხბურთთან საერთოდ არ ასოცირდება, თუმცა ბოლო პერიოდში მათ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღზარდეს, ნათელი მაგალითი კი სწორედ ვიქტორ ვანიამა და მაკდონალდ მარიგა არიან.

ლეროი ფერი და ვან აანჰოლტი

ლეროი ფერსა და პატრიკ ვან აანჰოლტს ნიდერლანდების ნაკრების ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნული ნაკრების ჩათვლით, ერთად აქვთ ნათამაშები. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ორივე მათგანმა კარიერა ნიდერლანდების გრანდში დაიწყო, ვან აანჰოლტი - "პსვ"-დან გამოჩნდა, ხოლო ლეროი ფერი კი "ფეინოორდიდან", ხოლო შემდეგ ორივე მათგანი პრემიერ ლიგაში გადავიდა. ვან აანჰოლტი - "კრისტალ პალასში", ლეროი ფერი კი - "სუონსიში".

სეიდუ კეიტა და მოჰამედ სისოკო

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მალელი ფეხბურთელები - სეიდუ კეიტა და მოჰამედ სისოკო ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. სეიდუ კეიტა მალის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან 2008-2012 წლებში საუკეთესო "ბარსელონაში" ითამაშა და ესპანურ გრანდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. რაც შეეხება მოჰამედ სისოკოს, მოჰამედი ირიცხებოდა ისეთ ევროპულ გრანდებში, როგორიცაა: "ლივერპული"; "ვალენსია"; "იუვენტუსი"; "პსჟ" და "ფიორენტინა". მას ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული.

ხამეს როდრიგესი და დავიდ ოსპინა

ხამეს როდრიგესსა და დავიდ ოსპინას კოლუმბიის ნაკრებში ერთად 65 მატჩი აქვთ ჩატარებული. 2 კოლუმბიელი ვარსკვლავი ერთმანეთს 2011 წელს დაუნათესავდნენ, როდესაც ხამეს როდრიგესმა ცოლად დავიდ ოსპინას ფრენბურთელი და - დანიელა მოიყვანა.

მარეკ ჰამშიკი და ვალტერ გარგანო

და ბოლოს... მარეკ ჰამშიკმა და ვალტერ გარგანომ ერთად 8 წელი გაატარეს "ნაპოლიში". 2012 წელს ვალტერ გარგანო სლოვაკეთის ნაკრების ლიდერის დასთან - მიქაელა ჰამშიკთან დაქორწიდა.

სხვა სტატიები