Belive

ნათან აკე ქალაქელია - მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდიელი მცველი შეიძინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტრანსფერი საბოლოოდ შედგა და ნათან აკე "ქალაქელების" ფეხბურთელი გახდა. ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი პეპ გვარდიოლას გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული "ბორნმუთი" 45 მილიონ ევროს მიიღებს. აკე, რომელიც "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია, 2011-17 წლებში, ლონდონის "ჩელსიში" ირიცხებოდა და "რედინგსა" და "უოტფორდში" იყო განათხოვრებული.

სხვა სტატიები