Belive

ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია | ოიარზაბალი იტალიას აფრთხილებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EURO 2020-ის 1/4-ფინალში, შვეიცარიის კარში გატანილი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის ავტორი - მიკელ ოიარზაბალი, იტალიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ესპანეთს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. "ფურია როხას" შემტევი მიიჩნევს, რომ ესპანეთს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს და ნებისმიერი მატჩის შედეგი მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელების პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული.
"თუ იდეალურად ვითამაშებთ ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ. საკუთარი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს და ფეხბურთისადმი ჩვენი ხედვის სისწორე ვირწმუნოთ." "იტალიას საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ძალიან რთული მატჩი იქნება. იტალიელებმა საკუთარი თავის იდეალურად წარმოჩენა შეძლეს. იტალიელები საკმაოდ კარგ სიტუაციაში იმყოფებიან - ისევე, როგორც ჩვენ. მეკარეს აქტიურად ვაკვირდებით. ასევე ვაკვირდებით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პენალტები უნდა დაარტყან. პენალტების შესრულებაზე აქტიურად ვმუშაობთ, ვიცით, რომ სხვებიც ასევე იქცევიან. თერთმეტმეტრიანების სერია ლატარეა არ არის - მასში დიდი შრომაა ჩადებული", - აღნიშნა ოიარზაბალმა.

სხვა სტატიები